• English
  • ქართული

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები მორიგი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვივნენ

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ. 3 აპრილს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის პროფესორმა, ნენსი ფრაიმ ექსპერტებთან ერთად მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან – დოქტორ ლევენტ იენერსა და დოქტორ შირო ნაკატასთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან, თამარ ჭყონიასთან ერთად განიხილეს ადრეული განათლების საფეხურის მარეგულირებელი საკანონმდებლო დოკუმენტები და რეკომენდაციები. ისაუბრეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ანგარიშგების სისტემის შემუშავების და პილოტირების, ასევე კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ვადების შესახებ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის, განათლების მართვის სისტემის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და განათლების სამინისტროს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სამმართველოს წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ერთ-ერთი საპილოტე მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული სასკოლო მზაობის ჯგუფის მონახულება და შეხვედრები ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან.

გალერეა