• ქართული
  • English

სიახლეები

ექსპერტებმა საბავშვო ბაღი და სასკოლო მზაობის ჯგუფის რეაბილიტირებული ოთახი მოინახულეს

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 5 აპრილს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტებმა გორის N1 საბავშვო ბაღი მოინახულეს. ექსპერტები გაეცნენ სასწავლო პროცესს, დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა. ექსპერტებმა ასევე მოინახულეს გორის N8 საჯარო სკოლა, რომელშიც I2Q პროექტის ფარგლებში სასკოლო მზაობის ჯგუფი რეაბილიტირდა.

 I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სასკოლო მზაობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დაწყებითი განათლების საფეხურზე მსუბუქი ტრანზიციის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკოლის ბაზაზე სასკოლო მზაობის ჯგუფის დანერგვა მიმდინარეობს. სასკოლო მზაობის ჯგუფების პოლოტირება დაგეგმილია წინასწარ შერჩეულ 150 სკოლაში, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით წესრიგდება ინფრასტრუქტურა, ხოლო I2Q პროექტის ფარგლებში ხორციელდება უშუალოდ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობები და აღნიშნული ჯგუფების შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა.

გალერეა