• ქართული
  • English

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები I2Q პროექტის ოფისს ეწვივნენ

საქართველოს მორიგი ვიზიტით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები ეწვივნენ. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საერთაშორისო ექსპერტები მუშაობენ ოთხი მიმართულებით: 1. ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავება და დანერგვა, 2. ანგარიშგების სისტემის შექმნა, 3. აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება და შესრულებაზე დამოკიდებული მზარდი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება და 4. არსებული სასკოლო მზაობის პროგრამის გადახედვა და გაუმჯობესებული სახით დანერგვა.

საერთაშორისო ექსპერტები 4 აპრილს I2Q პროექტის ოფისს ეწვივნენ. მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე სამუშაოები და გამოწვევები. ასევე ისაუბრეს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და სამუშაოების შესახებ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კომპონენტის ფარგლებში შეიმუშავებენ ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის, მათ შორის განსაზღვრავენ შესაბამის მექანიზმებსა და ხარისხის მონიტორინგის ინსტრუმენტებს ეროვნულ დონეზე. ექსპერტები გაითვალისწინებენ მიღწეულ პროგრესსა და ეროვნულ კანონმდებლობას.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება ადრეული და სკოლამდელი განათლების ანგარიშგების სისტემა, რომელიც ყველა საჭირო მონაცემს ერთად მოუყრის თავს და ინტეგრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების სისტემა. ასევე შემუშავდება აღმზრდელ-პედაგოგთა და აღმზრდელთა  სატრენინგო მოდულები, რომლებიც თანხვედრაში იქნება პროფესიულ სტანდარტსა და ბავშვზე ორიენტირებულ თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებთან.

გალერეა