ციხისძირის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია
მუნიციპალიტეტი: მცხეთა
დონორი: WB
გაცნობებთ, რომ 2023 წლის 12 აპრილს, 13:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის „ციხისძირის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია“ გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ციხისძირის საჯარო სკოლის შენობაში.
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე – www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის ვებ-გვერდზე – www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში – ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირები: | დავით არსენაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდი
მობ.: 599 019 183 ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
მარინე ჟვანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მობ: 577 27 88 41 ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge |