• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ანგარიშგების სისტემის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები კომპლექსურ აქტივობებს ახორციელებენ. ერთ-ერთი აქტივობა  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ანგარიშგების სისტემის შემუშავებაა. ამ საკითხზე SDSURF-ის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონაცემთა ანგარიშგების სპეციალისტი, ტერესა ლინდი და შეფასების სისტემების სპეციალისტი, დოქტორი ჯეიმს მარშალი მუშაობენ.

ანგარიშგების სისტემა თავს მოუყრის მონაცემებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, ბავშვების, აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების შესახებ. სისტემაში ასევე აისახება ინფორმაცია აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული ზრდისა და მათი სახელფასო სისტემის შესახებ.

ანგარიშგების სისტემა EMIS-ის ბაზაზე დაინერგება. EMIS-ს განათლების სხვადასხვა საფეხურზე ანგარიშგების პლატფორმების შექმნისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

30 მაისს, საქართველოში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტებმა შეხვედრა გამართეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS). შეხვედრაზე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების საჭიროებები, ანგარიშგების სისტემის ფუნქციონალი, სისტემის პილოტირების გზები და სხვა ტექნიკური საკითხები.

 

 

გალერეა