• English
  • ქართული

სიახლეები

ავტორიზაციის საპილოტე ვიზიტები შერჩეულ სკოლებში განხორციელდა

ზოგადი განათლების მიმართულებით, I2Q პროექტის ფარგლებში, რეფორმის მხარდამჭერი აქტივობები ხორციელდება. აქტივობებს უძღვება საკონსულტაციო კონსორციუმი საერთაშორისო კომპანია IBF International-ის ხელმძღვანელობით.

ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, შერჩეულ სკოლებში საპილოტე ვიზიტები განახორციელდა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში განახლებული სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული ხარისხის უზრუნველყოფისა და საგნობრივი ექსპერტები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ორი დღის განმავლობაში პირისპირ და დისტანციურად ხვდებოდნენ სკოლების წარმომადგენლებს, ეცნობოდნენ დოკუმენტაციას და ესაუბრებოდნენ პასუხისმგებელ პირებს.

ავტორიზაციის პილოტირების პროცესში მონაწილეობდენ მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტები – ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი რონ ტიტუსი და სკოლის მართვისა და განვითარების ექსპერტი ლიგიტა გრიგულე.

საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ვიზიტის პროცესში გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები სკოლების წარმომადგენლებს გააცნეს.

ავტორიზაციის საპილოტე ვიზიტებზე დაყრდნობით მომზადებულ ანგარიშებს სიმულაციურად განიხილავს ავტორიზაციის საბჭო. შერჩეულ სკოლებში ვიზიტებსა და ავტორიზაციის საბჭოს სამართლებრივი შედეგები არ ექნება. მისი მიზანი სკოლების შესაძლებელობების გამოვლენა და მათი გაძლიერებაა.

ივნისში დაგეგმილია ღონისძიება ავტორიზაციის საპილოტე პროცესის ძირითადი მიგნებების გაზიარების მიზნით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიღებს ყველა ჩართული მხარე, ხოლო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ყველა სკოლისთვის.

გალერეა