• English
  • ქართული

სიახლეები

შერჩეულ სკოლებში ავტორიზაციის პილოტირების პროცესი მიმდინარეობს

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ინოვაციის, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის მხარდამჭერი აქტივობები ხორციელდება. ამ მიზნით შერჩეულ სკოლებში პილოტირების პროცესი მიმდინარეობს. პროცესი მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების მომზადებას ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესაბამისად. დოკუმენტის მომზადებაში სკოლებს აქტიურად უჭერენ მხარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის  წარმომადგენლები.

ავტორიზაციის პილოტირების პროცესს მართავენ მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტები. პროცესის მონაწილე ყველა მხარე – სკოლა, ხარისხის განვითარების ექსპერტები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ავტორიზაციის საბჭო, საერთაშორისო ექსპერტები და ა.შ. პილოტირებას შეაფასებენ მათი პოზიციიდან. ავტორიზაციის პილოტის შედეგად მიღებული გამოცდილება და შედეგები იქნება ხელმისაწვდომი ყველა სკოლისთვის. შედეგების ანალიზი და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ხელს შეუწყობს რეალური ავტორიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას.