• English
  • ქართული

სიახლეები

IBF International-ის ხელმძღვანელობით ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთათვის ტრენინგების მორიგი ციკლი მიმდინარეობს. 15-17 მაისს, I2Q პროექტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ტრენინგების ციკლს უძღვებიან IBF International-ის წარმომადგენლები, ხარისხის მართვის საერთაშორისო ექსპერტი რონ ტიტუსი და სკოლის მართვისა და განვითარების საერთაშორისო ექსპერტი ლიგიტა გრიგულე.

ტრენინგების მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა და მათი მომზადება ავტორიზაციის პროცესის განსახორციელებლად, ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად. I2Q პროექტის მხარდაჭერით ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის 150-მდე ექსპერტი გადამზადდება.

ტრენინგების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის სიმულაცია შერჩეულ სკოლებში. სიმულაციის შედეგებზე დაყრდნობით საერთაშორისო ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს. მიღებული უკუკავშირი აისახება ავტორიზაციის გზამკვლვებში.

 

გალერეა