• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ ადრეული და სკოლამდელი  ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვისადმი მიძღვნილ მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის თემა იყო „თამაში: ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“. კომპონენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოში ადრეული და სკოლამდელი   განათლების ხარისხისა და მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის პროექტის ფარგლები მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში ხორციელდება მრავალკომპონენტიანი აქტივობა – „ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მართვის სისტემის გაუმჯობესება და პროგრამების ხარისხის ამაღლება“. ამ აქტივობებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი ახორციელებს პროფესორ ნენსი ფრაის ხელმძღვანელობით.

კონფერენციას ონლაინ ესწრებოდა პროფესორი ნენსიმ ფრაიც. მან ისაუბრა სან დიეგოს უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების გამოცდილების შესახებ, რომელსაც საქართველოში თამაშზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვის ხელშესაწყობად იყენებს.

კონფერენციის მიზანს დაგროვებული ცოდნის გაზიარება, თანამშრომლობის გაღრმავება და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვის სფეროს განვითარება, სფეროში მოღვაწე პროფესიონალების პროფესიული განვითარება და ადრეული განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ღონისძიებას ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების სფეროს ექსპერტები, პრაქტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 8-9 ივნისს, ბათუმში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით.

ფოტოები: Unicef Georgia

 

გალერეა