• English
  • ქართული

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მთლიანი ციკლის პილოტირების სემინარი გაიმართა

I2Q პროექტის მხარდაჭერითა და IBF International-ის ორგანიზებით, 19 ივნისს დაინტერესებული მხარეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მთლიანი ციკლის პილოტირების სემინარი გაიმართა. სემინარს ფასილიტაციას უწევდა ხარისხის უზრუნველყოფისა და მენეჯმენტის სპეციალისტი, IBF International-ის ექსპერტი რონ ტიტუსი.

ღონისძიებამ თავი მოუყარა ავტორიზაციის მთლიანი ციკლის პილოტირების პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებმა, ასევე სკოლების წარმომადგენლებმა და ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა პილოტირების პროცესში დაგროვებული გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე განიხილეს და გააანალიზეს სრული პროცესი.

მხარეებმა გამოთქვეს რეკომენდაციები  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის გასაუმჯობესებლად.

გალერეა