• English
  • ქართული

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შესაძლებლობების ძლიერდება

I2Q პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო კომპანია IBF International ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერ აქტივობებს ახორციელებს.

16-17 ივნისს, კომპანია IBF International-ის ორგანიზებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრები მიზნად ისახავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერებასა და ავტორიზაციის სიმულაციური საბჭოს სხდომის ჩატარებას.

საორიენტაციო შეხვედრებს ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტები, სიმულაციური საბჭოს წევრები.

მონაწილეები გაეცნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებულ პროცესებსა და ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებს, იმსჯელეს ავტორიზაციის საბჭოს სხდომების ორგანიზებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხებზე და სიმულაციურად განიხილეს პილოტირებისთვის შერჩეული სამი სკოლის (ქალაქ თბილისის N126, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირისა და  თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლების) ავტორიზაციის საკითხები.

შეხვედრები ემსახურება დაინტერესებული მხარეების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსთვის განახლებული ავტორიზაციის მექანიზმის ფარგლებში.

გალერეა