• English
  • ქართული

სიახლეები

CIF-ის პირველი საგრანტო კონკურსის შედეგები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი დასრულდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 02 ივნისის №582615 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მართვის სახელმძღვანელოს” მე-10 თავში განსაზღვრული სამოქმედო ინსტრუქციებისა და პროცედურების შესაბამისად, გრანტების გამცემმა კომისიამ შეაჯამა შეფასების შედეგები, მოახდინა საგრანტო პროექტების რანჟირება და განსაზღვრა დასაფინანსებელი კანდიდატების საბოლოო სია:

 

უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება (აპლიკანტი)

 პროექტის დასახელება

კონსორციუმი: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
 „თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორია
 „ზღვრებს მიღმა: ინოვაციების ხელშეწყობა ტრადიციებზე დაფუძნებულ უმაღლეს სამუსიკო განათლებაში“
კოსორციუმი: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“
კონსორციუმი: სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის“
კონსორციუმი: სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს კავკასიის უნივერსიტეტი
 „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“
კონსორციუმი: სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
 „ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ 
კონსორციუმი: სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი
„განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“
კონსორციუმი: სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
„ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის სომატური თერაპიის მეთოდის დანერგვა უკეთესი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოში“
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში“ 
კონსორციუმი: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შვედეთის ლინკოპინგის უნივერსიტეტი
„კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის“ 
სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო
საზღვაო აკადემია
„მექატრონული სისტემების სწავლების დანერგვა საბაკალავრო, სამაგისტრო და ასევე პროფესიული სწავლების საფეხურებზე ბსსა-ის საგანმანათლებლო პროგრამებში“ 
კონსორციუმი: სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
„უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“
კონსორციუმი: სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
„OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“