• English
  • ქართული

სიახლეები

IBF International მოსწავლეთა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების დახვეწა-განვითარების მიმართულებითაც მუშაობს

I2Q პროექტის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით, მთლიანი სკოლის გაძლიერებასთან ერთად საკონსულტაციო კომპანია IBF International ეროვნული შეფასების სისტემის დახვეწა-განვითარების მიმართულებითაც ახორციელებს აქტივობებს.

ექსპერტები ნორმან ემერსონი და ნეუმან ბურდეტი მუშაობენ მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების სისტემის, პრაქტიკის და მეთოდოლოგიის გადახედვის, განახლების მიმართულებით. მათ უკვე წარმოადგინეს პირველადი რეკომენდაციები შეფასების სისტემის დასახვეწად და შეიმუშავეს განმავითარებელი შეფასების ტრენინგ მოდული. თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. ამ მიზნით 19-21 ივნისს IBF International-ის ექსპერტების ხელმძღვანელობით ტრენერთა ტრენინგების სერია ჩატარდა. ტრენინგი მიზნად მასწავლებლების მომზადებას ტრენერთა ტრენერებად უწყვეტი განმავითარებელი შეფასების საკითხებზე.

ინტერვენციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების მეთოდოლოგია. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების შეფასების სისტემას. განახლებული ინსტრუმენტების პილოტირება წინასწარ შერჩეულ რამდენიმე სკოლაში განხორციელდება.

გალერეა

გალერეა