• English
  • ქართული

სიახლეები

სასკოლო სახელმძღვანელოების ეფექტიანობას საერთაშორისო ექსპერტი შეისწავლის

I2Q პროექტის ფარგლებში  ზოგადი განათლების სისტემის განვითარებასა და მთლიანი სკოლის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სასკოლო სახელმძღვანელოების (ყველა საფეხური) ეფექტიანობის ანალიზს სასკოლო კურიკულუმთან მიმართებაში.  ამ საკითხზე IBF International-ის ექსპერტი სუზან იანუცი მუშაობს. სუზან იანუციმ ქვეყნის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეხვედრები გამართა მასწავლებლებთან. მიღებულ უკუკავშირზე დაფუძნებით კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტს სასკოლო სახელმძღვანელოების ეფექტიანობის ანალიზი წარუდგინა. პრეზენტაციისას წარმოდგენილი მიგნებები გაზიარებულ იქნა დეპარტამენტის მხრიდან. IBF International-თან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია არა მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოების, არამედ იმ ელექტრონული რესურსების გადახედვაც, რომლებსაც პედაგოგები დამხმარე რესურსების სახით იყენებენ სახელმძღვანელოებთან ერთად.

ამავდროულად, სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, სუზან იანუცი მუშაობს ეთნიკური უმცირესოებების სკოლების წარმომადგენლებისგან შემდგარ ფოკუს ჯგუფებთან. გამოვლენილი გამოწვევებისა და მიგნებების შესახებ საერთაშორისო ექსპერტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მორიგ პრეზენტაციასა და რეკომენდაციებს წარუდგენს.