• English
  • ქართული

სიახლეები

IBF International-მა დაინტერესებული მხარეებისათვის მორიგი ანგარიში წარმოადგინა

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ინოვაციის, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში  ზოგადი განათლების მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო კონსორციუმი IBF International კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს. 19 ოქტომბერს შერატონ გრანდ მეტეხი პალასში კონსორციუმმა სამუშაოების მორიგი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და დაინტერესებულ მხარეებს ანგრიში წარუდგინა.

IBF International-ის მიერ განხორციელებული სამუშაოები მოიცავს სკოლებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ხარისხის მართვის ეფექტური სისტემის დანერგვას, მთლიანი სკოლის გაუმჯობესების გეგმებსა და პროგრამებს, შეფასების პოლიტიკას და ეროვნული შეფასების სისტემის განვითარებას. მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული გუნდის ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა სკოლების ავტორიზაციის პროცესის პილოტირება და პროცესში ჩართული ყველა ძირითადი მხარის შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები. თანამშრომლობის ფარგლებში ექსპერტები მუშაობენ სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების მექანიზმების გაუმჯობესებაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლებში დაინერგება STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამები და განსაკუთრებით შეეწყობა ხელი გოგონების ჩართულობას. STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების ნაკრები I2Q პროექტის ფარგლებში უკვე შეძენილია 80 საჯარო სკოლისათვის და მათ უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.

საერთაშორისო კონსორციუმთან პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის განვითარებას და მთლიანი სკოლის გაუმჯობესებას.

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის“ პროექტი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმია, რომელიც ადრეული, ზოგადი და უმაღლესი განათლების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

გალერეა