• ქართული
  • English

სიახლეები

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე I2Q პროექტის 2023 წელი შეაჯამეს

პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (IBRD) ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების  შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, 27 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

პროექტის გუნდმა საბჭოს წევრებს გაუზიარა ინფორმაცია ადრეული, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული მიმდინარე აქტივობებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ. საბჭოს წევრებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და წარმოადგინეს რეკომენდაციები.

საკოორდინაციო საბჭო პროექტის საქმიანობას ზედამხედველობს.