• ქართული
  • English

სიახლეები

ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად პირველი საერთაშორისო Excellence School ჩატარდა

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში საქართველოში ე.წ. საერთაშორისო Excellence School 26-28 იანვარს ჩატარდა. აქტივობა მიზნად ისახავს ადრეული კარიერის მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის მომზადებას საგრანტო პროექტების მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით. საერთაშორისო Excellence School-ის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება.

საქართველოში საერთაშორისო Excellence School-ის ღონისძიება ჩატარდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) თანადგომით (საკონსულტაციო კომპანია Savvy Business sLtd-სთან თანამშრომლობით). პირველ ღონისძიებას უმასპინძლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად. მისი თემატიკა მოიცავდა განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით შემდეგ საკითხებს: საპროექტო შეთავაზებების შემუშავება საგრანტო კონკურსებისათვის, საკონკურსო პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკები და საკონკურსო პროექტების ფინანსური ასპექტები.

პირველ International Excellence School-ში მონაწილეობდენ დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები როგორც ადგილობრივი – თბილისისა და  რეგიონების უნივერსიტეტებიდან, ასევე საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. ღონისძიების მიმდინარეობას გაეცნო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი.

საერთაშორისო Excellence School-ის ფორმატით საქართველოში კიდევ 2 ღონისძიება ჩატარდება, რაც  გააძლიერებს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების შესაძლებელობებს საგრანტო პროექტების შემუშავების, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით.

 

 

 

გალერეა