• English
  • ქართული

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტების მორიგი ვიზიტი იწყება

საქართველოს მორიგი სამუშაო ვიზიტით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები 11-16 თებერვალს ეწვევიან . ვიზიტის მიზანს წარმოადგენს I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კომპონენტის ფარგლებში, „ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების“ კონტრაქტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება.

ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების ტრენინგი, სან დიეგოს ერთ-ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის, კიმ მანკუზოს ვიზიტი თბილისის მე-5 საბავშვო ბაგა-ბაღში, ადგილობრივი პრაქტიკის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სახელფასო პოლიტიკის მოდელისა და კვლევის მიგნებების საფუძველზე გამოანგარიშებული მინიმალური ანაზღაურების პრეზენტაცია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, პილოტირების ფაზის ტრენერების ტრენინგი, კონტრაქტის საზედამხედველო ჯგუფთან შეხვედრა და სხვ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები დაინტერესებულ მხარეებთან სამომავლო გეგმებზე შეთანხმდებიან.