• ქართული
  • English

სიახლეები

ECE საზედამხედველო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტების სამუშაო ვიზიტი საქართველოში საზედამხედველო ჯგუფის წევრებთან შეხვედრასაც მოიცავდა. 13 თებერვალს სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს ოფისში გაიმართა საზედამხედველო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ ჯგუფის წევრებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები დეტალურად გააცნო.

საზედამხედველო ჯგუფის წევრები გაეცნენ ინფორმაციას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ექსპერტებისათვის ტრენინგები ციკლის მიმდინარეობის შესახებ, ასევე ანგარიშგების სისტემის შემუშავების მიზნით განხორციელებული კვლევის მიგნებებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე. კომპონენტის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე წლის მარტი-ივლისის განმავლობაში დაგეგმილი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების როგორც საგანმანათლებლო, ისე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგების  პილოტირების სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში, შერჩეულ ექვს მუნიციპალიტეტში (გორი, ლანჩხუთი, ვანი, ზუგდიდი, დედოფლისწყარო და ახალქალაქი) ეტაპობრივად ჩატარდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ადმინისტრაციული პერსონალისა და აღმზრდელების/აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარების ტრენინგები და მენტორული სესიები.

გალერეა