• English
  • ქართული

სიახლეები

SDSRF ექსპერტებმა თბილისის მე-5 საბავშვო ბაღი მოინახულეს

საქართველოში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ადრეული განათლების პროგრამის დეკანმა, ექსპერტმა სარა გერითმა სან დიეგოს ერთ-ერთი სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დირექტორთან კიმ მანკუზოსთან ერთად 13 თებერვალს თბილისის მე-5 საბავშვო ბაგა-ბაღი მოინახულა.

სტუმრობის მიზანს ადგილობრივი მართვის პრაქტიკების გაცნობა და მრავალწლიანი გამოცდილების ურთიერთგაზიარება წარმოადგენდა. I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან თამარ ჭყონიასა და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს განვითარების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტები გაეცნენ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს, ჩაერთნენ აქტიურ თამაშებში ბავშვებთან. მხარეებმა ისაუბრეს ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის, კვების ორგანიზებისა და მშობლებთან კომუნიკაციის საკითხებზე, ასევე საერთაშორისო კოლეგების გამოცდილებების, პრაქტიკებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ.

 

 

გალერეა