• English
  • ქართული

სიახლეები

სკოლების ავტორიზაციის პროცესის მონაწილე მხარეებისთვის სახელმძღვანელო შემუშავდა

I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის მონაწილე მხარეების სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო მიმოიხილავს საერთაშორისო პრაქტიკას, მასში განმარტებულია საკვანძო ტერმინები და ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების ფუნქციები. დოკუმენტი აღწერს სკოლის ავტორიზაციის პროცესის ხუთ ძირითად ეტაპს: სკოლის თვითშეფასება და ავტორიზაციის განაცხადის შევსება, განაცხადის განხილვა,  ვიზიტი სკოლაში, ანგარიშის პროექტისა და საბოლოო დასკვნის შექმნა და საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება. სახელმძღვანელოში  მოცემულია რეკომენდაციები და აქტივობები ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის ეფექტურად წარმართვას.

სახელმძღვანელო შეიმუშავა IBF International-ის ხარისხის მართვის ექსპერტმა, რონ ტიტუსმა საერთაშორისო ექსპერტებთან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.  რონ ტიტუსი გასულ წელს საპილოტე სკოლებში ავტორიზაციის პროცესის მხარდამჭერ აქტივობებს მეთვალყურეობდა.

სახელმძღვანელო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის თანმხლები დოკუმენტია. რესურსი ხელმისაწვდომია ბმულზე.