• English
  • ქართული

სიახლეები

SDSURF პროფესორმა სარა გერითმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვა: ადგილობრივი სტრატეგიები წარმატებისთვის“

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით 4 მარტს კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში – „ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვა: ადგილობრივი სტრატეგიები წარმატებისთვის“ – ათი მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გაერთიანებების ხელმძღვანელები, პრაქტიკოსი აღმზრდელები და აღმზრდელ-პედაგოგები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კურიკულუმის დანერგვის წარმატებული პრაქტიკის მაგალითების გაზიარებას.

კონფერენციაზე საპატიო მომხსენებლის სტატუსით წარსდგა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტი,  პროფესორი სარა გერითი, რომელიც I2Q პროექტის ფარგლებში ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით კურიკულუმის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

პროფესორი გერითის მოხსენება შეეხებოდა 2-დან 5 წლამდე ბავშვების კურიკულუმის და 5-დან 6 წლამდე ბავშვების სასკოლო მზაობის პროგრამის გაუმჯობესებასა და განახლებას. განახლებული პროგრამა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესში თანამედროვე, ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების დანერგვას.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა  და პროგრამების ხარისხის ამაღლების მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს I2Q პროექტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

გალერეა