• English
  • ქართული

სიახლეები

ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგების ციკლი გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დაიწყო

I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევითი ფონდი (SDSURF) საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს. თანამშრომლობის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგების ციკლი 11 მარტს დაიწყო.

ტრენინგების ციკლი, რომელიც აპრილის დასაწყისამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების თანამშრომლების, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით 15 საბავშვო ბაღის მენეჯერების პროფესიულ განვითარებას.

ტრენინგებს უძღვებიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ადგილობრივი ექსპერტები. სატრენინგო მოდულები შემუშავებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ. მოდულები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. ტრენინგების ციკლი დაყოფილია სამ ეტაპად და მოიცავს ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის გადამზადებას, ასევე ემსახურება ტრენინგებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას – საგანმანათლებლო პერსონალს ტრენერები საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესში გაუწევენ მენტორობას.

საბავშვო ბაღების მენეჯერებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს ტრენინგებზე მიღებული ცოდნა დაეხმარება სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესების წასახლისებასა და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში.

ტრენინგები კიდევ ხუთ საპილოტე (ზუგდიდი, ვანი, ლანჩხუთი, დედოფლისწყარო, ახალქალაქი) მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ჩატარდება.

გალერეა