• English
  • ქართული

სიახლეები

ლანჩხუთის, ვანისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული პერსონალი პროფესიული განვითარების ტრენინგები დასრულდა

I2Q პროექტი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. თანამედროვე, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების წარმატებით დასანერგად, სკოლამდელი დაწესებულებების ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგების ციკლი ტარდება.

საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული გადამზადების ტრენინგების ციკლი სამ საპილოტე მუნიციპალიტეტში (ვანი, ლანჩხუთი და ზუგდიდი) 3-5 აპრილს მიმდინარეობდა. ტრენინგებს უძღვებოდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შერჩეული და გადამზადებული დარგის სპეციალისტი ტრენერები. I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ ტრენინგის მონაწილეებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და პერსონალის პროფესიული გადამზადების მოსალოდნელი შედეგები დეტალურად გააცნო.

სატრენინგო მოდულები მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს, მათ შორის ჯგუფურ სამუშაოსა და დისკუსიას. ტრენინგების მთავარი თემები იყო: საბავშვო ბაღის მართვის პრინციპები, ხარისხიანი ადრეული განათლების მნიშვნელობა, ბავშვის განვითარების ძირითადი სფეროები და ეტაპები,  ბავშვსა და უფროსზე ორიენტირებულ მიდგომებს შორის განსხვავება, საგანმანათლებლო პერსონალის კვალიფიკაცია, სამუშაოს აღწერილობა და ა.შ.

ტრენინგებს ესწრებოდნენ ადგილობრივი სკოლამდელი განათლების გაერთიანებებისა და ცენტრების მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე მერიის განათლების სამსახურის შესაბამისი თანამშრომლები. ტრენინგების შემდეგ საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული პერსონალი გამოცდილებას გაუზირებს აღმზრდელებს და დაეხმარება მათ საუკეთესო პრაქტიკის წარმოებაში.

გალერეა