• ქართული
  • English

სიახლეები

მთლიანი სკოლის გაუმჯობესების მიმართულებით საპილოტე სკოლებისთვის ვორქშოფი ჩატარდა

მთლიანი სკოლის გაუმჯობესების მიმართულებით, I2Q პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო კომპანია IBF International-ის ექსპერტები საპილოტე სკოლების წარმომადგენლებთან მუშაობენ. მთლიანი სკოლის გაუმჯობესების მექანიზმები მოიცავს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიდგომების დანერგვას, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის საკითხებს. მთლიანი სკოლის გაუმჯობესების პილოტირებაში ჩართული სკოლების წარმომადგენლებისთვის IBF International მორიგი ვორქშოფი 5-7 აპრილს ჩაატარა. შეხვედრის მიზანი სკოლებისგან უკუკავშირის მიღება და პილოტირების პროცესში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო. ღონისძიებაში 15 საპილოტე სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვორქშოფი სკოლების მაღალი ჩართულობით წარიმართა. თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ფორმატში სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარეს არა მხოლოდ გამოცდილება და მიღებული ცოდნა, არამედ კონკრეტული პროექტები. პროექტები ყველა სკოლის შემთხვევაში განსხვავებული და მათ საჭიროებებს მორგებული იყო.

მთლიანი სკოლის გაუმჯობესების პილოტირება ამ ეტაპზე 15 სკოლაში მიმდინარეობს და მისი დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.  მომდევნო წელს აღნიშნული 15 სკოლის 45 მასწავლებელი IBF International-ის ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ დამატებით 35 სკოლასთან მთლიანი სკოლის გაუმჯობესების მიმართულებით ითანამშრომლებს და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს. მთლიანი სკოლის გაუმჯობესების პილოტირება ჯამში განხორციელდება 50 სკოლაში.

გალერეა