CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში მეორე საგრანტო კონკურსი დასრულდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 02 ივნისის №582615 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მართვის სახელმძღვანელოს” მე-10 თავში განსაზღვრული სამოქმედო ინსტრუქციებისა და პროცედურების შესაბამისად, გრანტების გამცემმა კომისიამ შეაჯამა შეფასების შედეგები, მოახდინა საგრანტო პროექტების რანჟირება და განსაზღვრა დასაფინანსებელი კანდიდატების საბოლოო სია:
| უმაღლესი საგანმანათლებლო | პროექტის დასახელება | 
| კონსორციუმი: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია | მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით | 
| კონსორციუმი: სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; შპს – ევროპის უნივერსიტეტი | InnovaVet: ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება | 
| კონსორციუმი: სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი | საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით | 
| სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი | მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირება კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის სასწავლო გეგმაში | 
| სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი | საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით | 
| სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი | ვეტერინარიის მიმართულებით სწავლებაში თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების დანერგვა და შესაბამისი მატერიალური რესურსით უზრუნველყოფა | 
| კონსორციუმი: | ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში | 
| სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
 | ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა | 
| სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 
 | სამაგისტრო პროგრამა: უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია | 
| კონსორციუმი: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; ევრის უნივერსიტეტი; ვესტფალიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი | თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი | 
| კონსორციუმი: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს – კავკასიის უნივერსიტეტი; მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტი | სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში | 
| კონსორციუმი: სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი; შპს “სთიმითი” | STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის | 
| კონსორციუმი: სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; შპს – ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში | CyberShield: ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის | 
| კონსორციუმი სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი | მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნა და მისი გამოყენება პათოლოგიური ანატომიის სასწავლო პროცესში ინოვაციური მოდულების და ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე დაფუძნებული სადოქტორო პროგრამის შესაქმნელად | 
 
						 
						 
						

 
	