• ქართული
  • English

სიახლეები

CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის შედეგები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში მეორე საგრანტო კონკურსი დასრულდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 02 ივნისის №582615 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მართვის სახელმძღვანელოს” მე-10 თავში განსაზღვრული სამოქმედო ინსტრუქციებისა და პროცედურების შესაბამისად, გრანტების გამცემმა კომისიამ შეაჯამა შეფასების შედეგები, მოახდინა საგრანტო პროექტების რანჟირება და განსაზღვრა დასაფინანსებელი კანდიდატების საბოლოო სია:

 

უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება (აპლიკანტი)

 პროექტის დასახელება

კონსორციუმი:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და
დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით
კონსორციუმი:
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
შპს – ევროპის უნივერსიტეტი
InnovaVet: ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება
კონსორციუმი:
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით
სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და
საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირება კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის სასწავლო გეგმაში
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვეტერინარიის მიმართულებით სწავლებაში თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების დანერგვა და შესაბამისი მატერიალური რესურსით უზრუნველყოფა
 

კონსორციუმი:
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს – ალტე უნივერსიტეტი;
შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი;
ა(ა)იპ – საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

სამაგისტრო პროგრამა: უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია
კონსორციუმი:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ევრის უნივერსიტეტი;
ვესტფალიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი
კონსორციუმი:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შპს – კავკასიის უნივერსიტეტი;
მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტი
სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს
უმაღლეს სასწავლებლებში
კონსორციუმი:
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი;
შპს “სთიმითი”
STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის
კონსორციუმი:
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
შპს – ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში
CyberShield: ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის

 

კონსორციუმი

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნა და მისი გამოყენება პათოლოგიური ანატომიის სასწავლო პროცესში ინოვაციური მოდულების და ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე დაფუძნებული სადოქტორო პროგრამის შესაქმნელად