• English
  • ქართული

სიახლეები

IBF International-მა ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგები კონფერენციაზე წარმოადგინა

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის (I2Q) ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული კომპლექსური აქტივობები საკონსულტაციო კომპანიამ IBF International 10 აპრილს კონფერენციაზე წარმოადგინა. ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი ზოგადი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვან ინტერვენციებს ახორციელებს და რეფორმის მიმდინარეობაში დიდ როლს ასრულებს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მსოფლიო ბანკის განათლების უფროსმა ეკონომისტმა, შირო ნაკატამ, რომელმაც ხაზი გაუსვა I2Q პროექტის წარმატებულ საქმიანობას.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია IBF International-თან თანამშრომლობით წარმატებით დაიწყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი. ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები მოიცავდა ექსპერტთა კორპუსის გადამზადებას, წინაწარ შერჩეულ სკოლებში ავტორიზაციის პილოტირებას, მხარდამჭერი რესურსების შექმნას და სხვ. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას მთლიანი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის, ეროვნული შეფასების სისტემის განახლების თუ STEAM (სტემ) განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტი ორიენტირებულია ზოგად განათლებაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე. მის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მოიცავს: სამიზნე სკოლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მთელი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა/გაფართოების მხარდაჭერას, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას და ეროვნული შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით მუშაობს საერთაშორისო კონსორციუმი IBF International ხელშეკრულების – „სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგად განათლებაში“ ფარგლებში.

გალერეა