• English
  • ქართული

სიახლეები

IBF Intrenational-ის ექსპერტებმა საპილოტე სკოლები მოინახულეს

IBF Intrenational-ის ექსპერტებმა, გუნდის ლიდერის, ჯონ ჰენლის ხელმძღვანელობით 25-29 მარტს დედაქალაქსა და რეგიონებში საპილოტე სკოლები მოინახულეს. ვიზიტების მიზანს წარმოადგენდა I2Q პროექტის ფარგლებში ზოგადი განათლების კომპონენტით გათვალისწინებული აქტივობების მიმდინარეობის გაცნობა და შეფასება.

საკონსულტაციო კომპანიის IBF International მუშაობა მიმართულია სკოლებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ხარისხის მართვის ეფექტური სისტემის დანერგვის, მთლიანი სკოლის გაუმჯობესების გეგმებისა და პროგრამებისკენ, შეფასების პოლიტიკისა და ეროვნული შეფასების სისტემის განვითარებისკენ.

ექსპერტები განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნენ და შეისწავლეს საპილოტე სკოლებში მთლიანი სკოლის გაუმჯობესების მექანიზმებისა და STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის  პილოტირების მიმდინარეობა. მთლიანი სკოლის გაუმჯობესების მექანიზმები მოიცავს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიდგომების დანერგვას, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის საკითხებს. აღნიშნული პილოტირების ნაწილია მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების მექანიზმების განხორციელება და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის განმავითარებელი შეფასების მონაცემთა გამოყენება. STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების მიზანია, საბუნებისმეტყველო საგნებისადმი მოსწავლეების, განსაკუთრებით კი – გოგონების ინტერესის გაზრდა. STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო რესურსების ნაკრები I2Q პროექტის ფარგლებში უკვე გადაეცა 80 საჯარო სკოლას ქვეყნის მასშტაბით.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტი ორიენტირებულია ზოგად განათლებაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე. მის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მოიცავს: სამიზნე სკოლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მთელი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა/გაფართოების მხარდაჭერას, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას და ეროვნული შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით მუშაობს საერთაშორისო კონსორციუმი IBF International ხელშეკრულების – „სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგად განათლებაში“ ფარგლებში.