• English
  • ქართული

სიახლეები

კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონკურენტული ინოვაციის ფონდის მეორე საგრანტო კონკურსში (CIF) გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადასცა.

კონკურენტული ინოვაციის ფონდის მეორე კონკურსი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ჩატარდა. რეიტინგულ სიასა და ხელმისაწვდომ ბიუჯეტზე დაყრდნობით, დაფინანსება 14-მა საგრანტო განაცხადმა  მოიპოვა – CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამურად, დაახლოებით, 2,2 მილიონი აშშ დოლარი გაიცემა.

CIF-ის სტრატეგიული მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზებასა და სასწავლო  პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვას, შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებითა და საერთაშორისო თანამშრომლობით. კონკურენტული ინოვაციის ფონდის კონკურსი ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში არის უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.

CIF-ის ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება 27-მა საგრანტო განაცხადმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ CIF-ის საგრანტო კონკურსები  ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ისეთ ინიციატივებს, როგორებიცაა ინტერნაციონალიზაცია, დაწესებულებებს შორის თანამშრომლობა, მესამე მისია, ადგილობრივ დონეზე რესურსების კონსოლიდაცია.

გალერეა