• ქართული
  • English

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ექსპერტების ტრენინგები გრძელდება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ექსპერტებისათვის ტრენინგების ციკლი მიმდინარეობს.

I2Q პროექტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ტრენინგების ციკლს მეთვალყურეობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროფესორი ნენსი ფრაი და პროფესორი ჯიმ მარშალი.

ტრენინგების მიზანია, ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების, ავტორიზაციის პროცესისთვის მოსამზადებლად პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა.

ტრენინგები ჩატარდა კვების დარგისა და ავტორიზაციის პროცესში კონფლიქტის მართვისა და პოზიტიური კომუნიკაციის მიმართულებით. სულ გადამზადდა 65 ექსპერტი.

ტრენინგების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის სიმულაცია შერჩეულ საბავშვო ბაღებში, მიმდინარე წლის ოქტომბერში კი სიმულაციური ავტორიზაციის საბჭო გაიმართება. სიმულაციის შედეგებზე დაყრდნობით საერთაშორისო ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს.

 

გალერეა