• English
  • ქართული

სიახლეები

საბავშვო ბაღების აღმზრდელების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა გრძელდება

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების მიზნით მიმდინარე აქტივობების ფარგლებში, I2Q პროექტთან თანამშრომლობით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები აგრძელებენ საბავშვო ბაღების აღმზრდელების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

გეგმის მიხედვით, ტრენინგების ციკლი ექვს  საპილოტე მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს. ვანის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში აღმზრდელების პროფესიული განვითარების ტრენინგები ტარდებოდა აპრილის დასაწყისიდან. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შერჩეული და მომზადებული დარგის ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგები მოიცავდა აღმზრდელების მომზადებას ყოველდღიურ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესებში ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების, დაკვირვება-შეფასების, ენობრივი გარემოს, კონფლიქტის მოგვარების, ინკლუზიური განათლების, ოჯახებთან პარტნიორობისა და სასკოლო მზაობის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის საკითხებში.

სატრენინგო სესიები მოიცავდა პრაქტიკული დავალებების შესრულებას, ვიდეო მოდულებს, პრეზენტაციების მომზადებასა და წარდგენას, გამოცდილებისა და გამოწვევების გაზიარებასა და ჯგუფურ მუშაობას. პროცესებში აღმზრდელების ჩართულობას ტრენერები უზრუნველყოფდნენ როლური თამაშებისა და  ინტერაქტიული მიდგომების მეშვეობით. მომზადება-გადამზადების სესიებზე მიღებული ცოდნის და პრაქტიკული უნარების, უშუალოდ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო სივრცეში დასანერგად, სამივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ტრენერებმა მენტორინგის ვიზიტები განახორციელეს სამიზნე საბავშვო ბაღებში და აღმზრდელებთან ერთად დააკვირდნენ, შეაფასეს და წაახალისეს საუკეთესო, ბავშვზე ორიენტირებული პრაქტიკები.

ტრენინგებისა და მენტორინგის ციკლი, პროექტის ფარგლებში, ახალქალაქის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 13 მაისიდან გაგრძელდება.

გალერეა