• ქართული
  • English

სიახლეები

თბილისის 126-ე საჯარო სკოლამ კონფერენციას „ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“ უმასპინძლა

თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ერთ-ერთი საპილოტე სკოლაა, რომელიც I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აქტიურადაა ჩართული. ივნისის დასაწყისში სკოლამ უმასპინძლა კონფერენციას „ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“. კონფერენცია დაიგეგმა I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IBF International-ის ხელმძღვანელობით. ღონისძიების ჩატარება მიზნად ისახავდა საპილოტე სკოლების საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენების თაობაზე უკუკავშირს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას. კონფერენციას თბილისის ოთხი საჯარო სკოლის 20 მეტი პედაგოგი დაესწრო.

126-ე საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული მთლიანი სკოლის გაუმჯობესების აქტივობებში, რომელსაც  სკოლაში, საკონსულტაციო კომპანია IBF International მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ I2Q პროექტის ფარგლებში ახორციელებს. სკოლაში მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესების მიზნით STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა წარმატებით მოქმედებს. 2023 წელს სკოლა ჩართული იყო სკოლის ავტორიზაციის პროცესის პილოტირებაში.

გალერეა