იგოეთის საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი
მუნიციპალიტეტი: კასპი
დონორი: WB
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 21 ივნისს 12:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის „იგოეთის საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტის“ გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება იგოეთის საბავშვო ბაღის შენობაში.
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე – www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის ვებ-გვერდზე – www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში – ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირები: |
დავით არსენაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდი
მობ.: 599019 183 ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
მარინე ჟვანია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მობ: 577 27 88 41 ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge
|