• English
  • ქართული

სიახლეები

ქ. თბილისის 120 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

მუნიციპალიტეტი: თბილისი

დონორი: WB

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 24 ივნისს, 15:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის ქ. თბილისის 120-ე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის  საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება თბილისის 114-ე საჯარო სკოლაში.

ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ,  ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა  ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე – www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის ვებგვერდზე – www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში – ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

 

საკონტაქტო პირები:
დავით არსენაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდი

მობ.: 599019 183

ელ-ფოსტა:

feedback@mdf.org.ge

 

მარინე ჟვანია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მობ: 577 27 88 41

ელ-ფოსტა:

marina.zhvania@iiq.gov.ge

 2024/I2Q/ESMP_Tbilisipublicschoolgeo.pdf