• English
  • ქართული

სიახლეები

ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის სომატური თერაპიის მეთოდის დანერგვა უკეთესი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოში – შუალედური შედეგების პრეზენტაცია

პროექტი „ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის სომატური თერაპიის მეთოდის დანერგვა უკეთესი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოში“ I2Q პროექტის (WB) კონკურენტული ინოვაციური ფონდის პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობით.

პროექტის მიმდინარე შედეგების წარმოადგინის მიზნით 09 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც I2Q პროექტისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის განმახორციელებლებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შეძენილი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (TMS) აპარატი და მისი უპირატესობების შესახებ ისაუბრეს.

TMS აპარატის გამოყენებით ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის სომატური თერაპიის მეთოდი საქართველოში პირველად დაინერგება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისათვის უკეთესი სერვისების მიწოდებისათვის.

პროექტის შედეგად, ილიაუნის სტუდენტთა კორპუსისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის და მათი ფსიქიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მომსახურების ახალი შესაძლებლობები შეიქმნება. ამასთანავე, გაიზრდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინოვაციური კვლევითი პოტენციალი, გაფართოვდება სწავლისა და კლინიკური პრაქტიკის შესაძლებლობები.

გალერეა