• English
  • ქართული

სიახლეები

CIF1-ის პროექტის „OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ შუალედური შედეგები წარმოადგინეს

„OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ I2Q პროექტის (WB) კონკურენტული ინოვაციური ფონდის პირველი საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია სწავლებისა და სწავლის კუთხით ინოვაციების წარმოჩენა, მათ შორის, მხარდაჭერა აუდიტორიულ სწავლებაში თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და შპს – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შემადგენლობით.

კონსორციუმის ორგანიზებით, 25 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელის მიზანიც პროექტის მიმდინარე შედეგების წარმოდგენა იყო. უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში OSTE-ს სადგურების დანერგვასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები. შეხვედრას I2Q პროექტის (WB) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის განხორციელების შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტების მედიცინის სკოლებში პირველად დაინერგება ობიექტურად სტრუქტურირებულ სასწავლო პრაქტიკა (OSTE), რაც ხელს შეუწყობს როგორც აკადემიური პერსონალის სწავლებისა და ინერპერსონალური კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებასა და პროფესიულ განვითარებას.

გალერეა