• English
  • ქართული

სიახლეები

ბსსუ-ში CIF-ის ფარგლებში შექმნილი მექტრონიკის ლაბორატორია ამოქმედდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა და პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხი“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მექატრონიკის ლაბორატორია დაათვალიერეს.

მექატრონიკის ლაბორატორია I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (𝐂𝐈𝐅) საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – „მექატრონული სისტემების სწავლების დანერგვა საბაკალავრო, სამაგისტრო და ასევე პროფესიული სწავლების საფეხურებზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებებში”  – დაფინანსებით შეიქმნა.

პროექტის ძირითადი მიზანია მექატრონული სისტემების სწავლების დანერგვა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. შედეგად სტუდენტს გამოუმუშავდება მექატრონული სისტემების მომსახურების, რემონტის დროს აუცილებელი რესურსებისა და სამუშაოსათვის საჭირო მეთოდების შერჩევის და ოპტიმალური სამუშაო გეგმით მოქმედების უნარები.

პროექტი საზღვაო დარგში უმაღლესი განათლების ხარისხისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას ემსახურება.

𝐂𝐈𝐅-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება.