• English
  • ქართული

სიახლეები

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

განათლების ხარისხის ასამაღლებლად და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად, საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB).

I2Q პროექტის ფარგლებში:

📌
ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების მიზნით, ევროპული მშენებლობის სტანდარტის მოთხოვნის გათვალისწინებით, შემუშავდა სკოლის ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს სტანდარტი, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. შემუშავებული სტანდარტის გამოყენებით პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 14 სკოლის მშენებლობა და 23 სკოლის სრული რეაბილიტაცია.

📌
საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გასაზრდელად, STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა წარმატებით ინერგება საქართველოს მასშტაბით 200 სკოლაში, რისთვისაც მიმდინარეობს სკოლების აღჭურვა შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებითა და კომპიუტერული ტექნიკით. ამ ეტაპზე, პროგრამაში ჩართულია 1500-ზე მეტი მოსწავლე, ხოლო მოსამზადებელი ტრენინგ-პროგრამა გავლილი აქვს 165 პედაგოგს.

📌
მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დახვეწის მიზნით, არსებული სისტემის ანალიზისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მიმდინარეობს განახლებული შეფასების ინსტრუმენტების პილოტირება პროექტის 50 სამიზნე სკოლაში.

📌
იხვეწება სკოლის დირექტორთა შერჩევისა და პროფესიული განვითარების არსებული პრაქტიკა. შემუშავებული რეკომენდაციების კვალდაკვალ მიმდინარეობს სკოლის დირექტორთა და პედაგოგთა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები პროექტის 50 სამიზნე სკოლაში.

📌
სკოლის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის მართვის განახლებული სისტემის დანერგვის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს სკოლის ავტორიზაციის პროცესის მხარდაჭერას, შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების
განვითარებასა და დანერგვისათვის სკოლის მომზადებას.

📌
ზოგად განათლებაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანია ეროვნული შეფასების სისტემის თანმიმდევრული განვითარება. ამ მიზნით, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ყველა საგნობრივ ჯგუფში, მოსწავლეთა სწავლის შედეგების შეფასებისათვის ვითარდება შეფასების ინსტრუმენტები (ტესტები).

📌
შეიქმნება ზოგადი განათლების და საინფორმაციო მართვის სისტემა (E-school).

📌
განათლების ყველა საფეხურისათავის შეიქმნება მონაცემთა ანალიტიკისა და ვიზუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა, სწავლების მართვისა და მენეჯმენტის სისტემა (LMS).

წყარო: World Bank Georgia
📷
ფოტო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო