• English
  • ქართული

სიახლეები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან SDSU ექსპერტების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე წულაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან დაგლას ფიშერთან და ჯეიმს მარშალთან, რომლებიც საქართველოში მორიგი საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან.

სან დიეგოს საერთაშორისო ექსპერტებმა, I2Q პროექტის აღმასრულებელ დირექტორთან და ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან ერთად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს გააცნეს I2Q პროექტის ფარგლებში მიმდინარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების მიზნით მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები.

ცენტრის დირექტორმა I2Q პროექტის გუნდს და საერთაშორისო ექსპერტებს ინიციატივების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University), მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაუმჯობესებაზე მუშაობს. სამუშაოები მიმდინარეობს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით: ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვის ხელშეწყობა, აღმზრდელ-პედაგოგთა და აღმზრდელთა სახელფასო პოლიტიკის ფორმირება და მათი პროფესიული განვითარების ჩარჩოს განსაზღვრა, ანგარიშგების სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა პასუხისმგებელი უწყების ეფექტურ თანამშრომლობას და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის აღსრულებას, ადრეული განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამების განვითარება და სხვ.

გალერეა