• ქართული
  • English

სიახლეები

თელავის უნივერსიტეტმა CIF პროექტის ფარგლებში პირველ ვორქშოფს უმასპინძლა

პროექტი „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“ (IIATEP) CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტს ახორციელებს სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპს ალტე უნივერსიტეტის კონსორციუმი, შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან.

პროექტი მიზნად ისახავს თესაუ-ს აგრონომიის საბაკალავრო პროგრამისა და  „მევენახეობა და მეღვინეობის“ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, აგრეთვე, ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მოდერნიზებას და ლაბორატორიების დაარსებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად პროექტის პარტნიორია შუხმანის მეღვინეობა, რომლის სივრცეშიც თელავის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაში ინტეგრირებული კურსების პრაქტიკულ გამოცდა ჩატარდება.

2024 წლის 17-20 სექტემბერს თელავის უნივერიტეტმა  უმასპინძლა შვედ პროფესორებს, რომლებმაც პროექტის „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრაზე შვედმა პროფესორები გაეცნენ ინფორმაციას თელავის უნივერსიტეტში არსებული მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის შესახებ, მოინახულეს პროგრამის განხორციებისათვის განკუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. თავის მხრივ კი პროგრამის ხელმძღვანელებსა და პროგრამის აკადემიურ პერსონალს გაუზიარეს შვედური უნივერსიტეტის გამოცდილება ბიოინფორმატიკის კურსის ფუნქციონირების შესახებ. პარტნიორებმა შეხვედრაზე ბიოინფორმატიკის სილაბუსებზე მუშაობა დაიწყეს.

პროექტის ფარგლებში თელავის უნივერსიტეტში, ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირების მიზნით დაგეგმილია 10 ახალი კურსის შემუშავება. მათ შორის ერთ-ერთია ბიოინფორმატიკა, რომელიც შვედი კოლეგების ხელშეწყობით შემუშავდება და დაინერგება თელავის უნივერსიტეტში.

თესაუსა და ალტეს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მიმდინარე წლის ნოემბერში შვედეთის უნივერსიტეტს ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში ქართველი კოლეგები ადგილზე გაეცნობიან შვედური უნივერსიტეტის გამოცდილებას ბიოინფორმატიკის კურსის  შესახებ.

გალერეა