• ქართული
  • English

სიახლეები

ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის განახლებული პროგრამა დაინერგება

I2Q პროექტის სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი თამარ ჭყონია 16 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა. ვიზიტის მიზანი სასკოლო მზაობის განახლებული პროგრამის საპილოტე რეჟიმში დანერგვის მონიტორინგი იყო. ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლა ერთ-ერთია 31 მუნიციპალიტეტის იმ 150 სკოლიდან, სადაც სასკოლო მზაობის განახლებული პროგრამის პილოტირება განხორციელდება.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროგრამის ეფექტიანად განსახორციელებლად სასკოლო მზაობის  ჯგუფები აღჭურვება საჭირო ავეჯით, ტექნიკითა და ინვენტარით.

ვიზიტის ფარგლებში კომპონენტის ხელმძღვანელი სკოლის დირექტორს, და  ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა და სასკოლო მზაობის საპილოტე ჯგუფი მოინახულა.

ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლაში განთავსებული სასკოლო მზაობის საპილოტე ჯგუფი 2024-2025 აკადემიურ წელს ბენეფიციარების მიღებას 23 სექტემბრიდან დაიწყებს.

აქტივობა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (SDSU) თანამშრომლობით.