• ქართული
  • English

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტების მორიგი ვიზიტი დაიწყო

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები, პროფესორი დუგლას ფიშერი და პროფესორი ჯეიმს მარშალი საქართველოს მორიგი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კომპონენტის ფარგლებში, „ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების“ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები და გამოწვევების მიმოხილვა.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტებმა 10 სექტემბერს შეხვედრა გამართეს I2Q პროექტის აღმასრულებელ დირექტორთან და ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან. მხარეებმა მიმოიხილეს შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საერთაშორისო ექსპერტები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას ოთხი მიმართულებით: 1. ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავება და დანერგვა, 2. ანგარიშგების სისტემის შექმნა, 3. აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება და შესრულებაზე დამოკიდებული მზარდი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება და 4. არსებული სასკოლო მზაობის პროგრამის გადახედვა და გაუმჯობესებული სახით დანერგვა.

10-12 სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ექსპერტები შეხვედრებს გამართავენ ყველა დაინტერესებულ მხარესა და აქტივობებში ჩართული დაწესებულებების წარმომადგენლებთან.