• ქართული
  • English

სიახლეები

სასკოლო მზაობის განახლებული პროგრამა 2024-2025 სასწავლო წლიდან დაინერგება

სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დაწყებითი განათლების პირველ საფეხურზე მოსწავლეთა გადასვლის გამარტივების მიზნით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქვეყნის მასშტაბით 31 მუნიციპალიტეტის 141 სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები გაიხსნება (2025-2026 სასწავლო წლიდან კიდევ 9 სკოლაში, ჯამში 150 სკოლაში). პრიორიტეტი მიენიჭა ადგილებს, სადაც არ იყო საბავშვო ბაღები, არსებული ბაღები გადატვირთული, ან დაშორებული იყო საცხოვრებელი ადგილიდან. ასევე, მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და სკოლებს ბავშვთა მოსალოდნელი მზარდი ნაკადით.

განახლებული სასკოლო მზაობის პროგრამის ეფექტიანად დანერგვის მიზნით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ გადაიხედა და განახლდა არსებული სასკოლო მზაობის პროგრამა და 2-5 წლამდე ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამა, გადამზადდა სამიზნე 31 მუნიციპალიტეტში განაწილებული 150 სასკოლო მზაობის ჯგუფისთვის შერჩეული შესაბამისი საგანმანათლებლო პერსონალი. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროგრამის ეფექტიანად განსახორციელებლად სასკოლო ჯგუფები აღიჭურვება საჭირო ავეჯით, ტექნიკითა და ინვენტარით.  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჯგუფები მომარაგდება განახლებული საგანმანათლებლო პროგრამის ბეჭდური ვერსიით, განახლებული სასკოლო მზაობის პროგრამა და 2-5 წლამდე ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამა კი ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.

აქტივობა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (SDSU) თანამშრომლობით.

სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიები, საგანანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გაერთიანებების/ცენტრების/სააგენტოები სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ მიმდინარე აქტივობისადმი.

გალერეა