• ქართული
  • English

სიახლეები

IBF International-ის ექსპერტთა ჯგუფი წარმატებით აგრძელებს ზოგადი განათლების სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას

I2Q პროექტის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე სამუშაოები წარმატებით გრძელდება. სამუშაოებს უძღვება საერთაშორისო კონსორციუმი საკონსულტაციო კომპანიის IBF International-ის ხელმძღვანელობით.

IBF International-ის სხვადასხვა მიმართულების საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული გუნდი მუშაობს სკოლის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა/გაფართოებაზე, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერასა და ეროვნული შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობაზე.

IBF International-ის ექსპერტთა გუნდი ჯონ ჰენლის ხელმძღვანელობით საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. 19 სექტემბერს ექსპერტებთან შეხვედრა გამართა I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ხატია ცირამუამ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სკოლის გაუმჯობესების, მოსწავლეთა უწყვეტი განმავითარებელი შეფასებისა და ეროვნული შეფასების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დეტალების შეთანხმება. ღონისძიებები 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი.