• English
  • ქართული

სიახლეები

SDSU ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში – ადრეული განათლება და ზრუნვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია – ადრეული განათლება და ზრუნვა, ფოკუსით ინკლუზიურ სისტემებზე, სერვისებსა და პრაქტიკებზე.

კონფერენციამ თავი მოუყარა აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტიდან, მთავრობიდან და ადგილობრივი ხელისუფლებიდან, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადრეული განათლებისა და აღზრდის სფეროს სპეციალისტებს და ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. მათ ერთმანეთს მნიშნელოვანი ცოდნა გაუზიარეს ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვის სფეროში.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ San Diego State University -ს პროფესორები – ნენსი ფრაი, ჯეიმს მარშალი და სარა გერითი, რომლებიც I2Q პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობენ.

გალერეა