• ქართული
  • English

სიახლეები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ფარცხმას საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი

მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური

დონორი: WB

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 აპრილს 13:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის შუა ფარცხმას საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის  საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება შუა ფარცხმას საჯარო სკოლაში.

ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ,  ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე – www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის ვებგვერდზე – www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში – ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

 

საკონტაქტო პირები: დავით არსენაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდი

მობ.: 599019 183

ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge

   
  მარინე ჟვანია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მობ: 577 27 88 41

ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge

ENG_ESMP_Partskhma Chokhatauri-ENG_for disclosure.pdf