
ახლო მახმუდლოს დაწყებითი სკოლის მშენებლობა (შულავერის თემი, მარნეულის მუნიციპალიტეტი)
მუნიციპალიტეტი: მარნეული
დონორი: WB
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 6 ივნისს 11:00 საათზე, გაიმართება ქვე-პროექტის ახლო მახმუდლოს დაწყებითი სკოლის მშენებლობის (შულავერის თემი, მარნეულის მუნიციპალიტეტი) პროექტის, გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება შულავერის საჯარო სკოლაში.
ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში, პროგრამა ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე – www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში – ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის ვებგვერდზე – www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში – ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირები: | დავით არსენაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდი მობ.: 599019 183 ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
მარინე ჟვანია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მობ: 577 27 88 41 ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge |