• ქართული
  • English

სიახლეები

პრაქტიკის გაზიარებისა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უწყვეტი განმავითარებელი შეფასების თაობაზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

I2Q პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია IBF Expertise S.A-ს ორგანიზებით, 9-10 მაისს, გაიმართა ორდღიანი ინტენსიური სამუშაო შეხვედრა, რომელიც მოსწავლეთა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების (CFA) საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრის მთავარ მიზანს I2Q პროექტის საპილოტე სკოლებში უწყვეტი განმავითარებელი შეფასების პრაქტიკის შემდგომი განვითარება და ქსელური თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.

მონაწილეები ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, განიხილავდნენ უწყვეტი განმავითარებელი შეფასების პრაქტიკის კონკრეტულ მაგალითებს, მიღებული უკუკავშირის საფუძველზე კი შეიმუშავებდნენ მათ გაუმჯობესებასა და სკოლებში დანერგვის მეთოდებს. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები მსჯელობდნენ სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე მათი ეფექტური ჩართულობით. ასევე, განსახილველი საკითხები შეეხებოდა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების პრაქტიკის გათვალისწინებით პილოტირების შემაჯამებელი შეფასების მომზადებას.

სამუშაო შეხვედრის მეორე დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს სტუდენტთა ნამუშევრებზე უკუკავშირის მიწოდებასა და მოდერაციის აქტივობების მხარდაჭერაში. მონაწილეებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის როლზე, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება მოსწავლეთა ნამუშევრების შემაჯამებელი შეფასების გასაუმჯობესებლად უწყვეტი განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით. დღის ბოლოს შემუშავდა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების დეტალური სამოქმედო გეგმა მომდევნო 6-თვიანი პერიოდისთვის (მაისი 2025 – დეკემბერი 2025).