შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის მიზნით ილიაუნიში CIF-ის პროექტის ფარგლებში ტრენინგების მორიგი სერია ჩატარდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 19-21 მაისს ჩატარდა ტრენინგების სერია – „აზროვნების ფორმირება შრომისა და თანასწორობის გარემოში: ძირითადი საკითხები ინტერვენციისა და კვლევისთვის“. ღონისძიება განხორციელდა I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისათვის“ ფარგლებში.
სწავლებას ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის (EUIT-UAB) საერთაშორისო ექსპერტი მარია კაპანაძე უძღვებოდა. ტრენინგების სერიის ფარგლებში მიღებული ცოდნით პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა კვალიფიკაცია აიმაღლა მტკიცებულების შეგროვების მეთოდებსა და ადამიანზე მორგებული შედეგების შეფასების ინსტრუმენტებში.
პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე, განხორციელდა სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ და საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს ტრენინგები, რითაც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სხვა ჩართულ პირები გადამზადნენ.
პროექტი „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისათვის“ წარმატებით ხორციელდება. უკვე შეიქმნა მრავალდარგობრივი/მრავალპროფესიული პრაქტიკული სასწავლო ლაბორატორიები (ჰაბები), რომლებიც ხელს შეუწყობს დასაქმებას უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში. ეს სივრცე ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის სტუდენტებისთვის პრაქტიკის ადგილის ფუნქციას ასრულებს, სადაც შშმ პირთათვის სხვადასხვა სამუშაო პოზიციიის ანალიზი ხორციელდება და განისაზღვრება მათი კონკრეტული სამუშაო უნარები. შედეგად, შესაძლებელი გახდება შშმ პირთა სოციალური ინტეგრაცია და მათი მონაწილეობა მხარდამჭერ საზოგადოებაში.